logo
ENG



მარგველაშვილი 20 ივნისზე: ეს ყველაფერი შემოდგომაზე უნდა გადავთარგმნოთ შთამბეჭდავ ცვლილებებში

20 ივნ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გასული წლის 20 ივნისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ქართულმა საზოგადოებამ მას პასუხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გასცეს. 

"20 ივნისი არის სიმართლის მომენტი, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ ისევ ისინი ვართ, ვინც მანამდე ვიყავით, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჩვენი ღირსება, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მთავარი კითხვები სამართლებრივი თვალსაზრისით არის, ვინ გასცა ბრძანება და ვინ გადაამეტა ძალას. მთავარი გზავნილი არის ის ღირებულებები, რომლებიც გაგვაერთიანა ოკუპაციის წინააღმდეგ, მიუღებელია ღირსების შელახვა. ეს ყველაფერი უნდა გადავთარგმნოთ ამ შემოდგომაზე ძალიან შთამბეჭდავ პოლიტიკურ ცვლილებებში.", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში. 


close დახურვა